ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის - გაბუნია
ბუსტერ დოზის გაკეთება საწყისი ვაცქინაციიდან 6 თვის შემდეგ 16 წლის ზემოთ ყველა მოქალაქეს შეეძლება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა. გაბუნიას განმარტებით, ბუსტერი 1 დოზა ვაქცინის გაკეთებას გულისხმობს.
საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკის და დაავადების სტატუსის მიუხედავად", - ამბობს თამარ გაბუნია.