ევროპარლამენტარი: ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქვეყანაში არსებულ პროევროპულ ძალებს
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს დღის წესრიგიდან არ მოხსნის. ამის შესახებ მან "ევროსკოპთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოში პროევროპული ძალების მიმართ.
ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოს დღის წესრიგში. ეს არის მთავარი. ამ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიას და სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების სახით. ბოლო დროს ავტორიტარული რეჟიმი უფრო გამყარდა ბოლო სამართლებრივი რეფორმებით, ბოლო საჯარო განცხადებებით. მთავარი იდეა ის არის, რომ ჩვენ არ გამოვტოვებთ საქართველოს და პარლამენტი არ ივიწყებს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობას. მთავარი ის არის, რო ქვეყნის პოლიტიკურ ნებას შორის დიდი შეუთავსებლობაა. ყოველთვის ვიმეორებ, რომ ისინი განზრახ მალავენ, რომ ევროპული გზის მიტოვება იყო გადაწყვეტილი. ალბათ, უფრო გონივრულები რომ ყოფილიყვნენ, სხვა ვექტორი ექნებოდათ. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? შეგვიძლია ამ სიტუაციიდან დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქვეყანაში არსებულ პროევროპულ ძალებს, - განაცხადა ნაჩო სანჩესმა.