ირანის ელჩმა დაადასტურა, რომ მოჯთაბა ხამენეი დაშავებულია

11.03.26 17:57
ირანის ელჩმა დაადასტურა, რომ მოჯთაბა ხამენეი დაშავებულია

ირანის ელჩმა კვიპროსში „გარდიანთან" დაადასტურა, რომ ავიადარტყმების შედეგად, რომელსაც აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა, მისი შვილი, მოჯთაბა ხამენეიც დაშავდა.

„ისიც იქ იყო და დაბომბვის დროს დაშავდა, თუმცა ეს უცხოურ ამბებში არ მინახავს. გავიგე, რომ ფეხებში, ხელსა და მკლავში დაიჭრა… მგონი, საავადმყოფოშია, რადგან დაშავებულია“, - ამბობს გამოცემის ცნობით ირანის ელჩმა კვიპროსში.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოჩენილა მოჯთაბა ხამენეი მას შემდეგ, რაც ახალ სასულიერო ლიდერად დასახელდა, ირანის ელჩმა განაცხადა, რომ არ ჰგონია, ის ახლა სიტყვით გამოსვლისთვის თავს კომფორტულად გრძნობდეს.

მსგავსი სიახლეები