"ოცნება" ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში ამხილეს

11.03.26 20:52
"ოცნება" ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში ამხილეს

"ქართული ოცნების" მიერ ლეგიტიმაციის მოპოვების გამო მიღებულმა კანონმა ქვეყნის ევროკაშირთან ასოცირების შეთანხმება ეჭვქვეშ დააყენა. თუ აქამდე ბიძინა ივანიშვილის პარტიას ძირითადად კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებდნენ, ახლა კრიტიკა უკვე იმ ვალდებულებების შესაძლო დარღვევას შეეხება, რომლებიც საქართველომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას, ჯერ კიდევ 2014 წელს აიღო. ვაიმარის ქვეყნები - საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი თანხმდებიან, რომ "ქართული ოცნება" ამას მიზანმიმართულად აკეთებს.

ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან დაახლოების პირველი ნაბიჯი იყო და ამ პროცესის საფუძვლად მიიჩნევა. ამ შეთანხმებით ქვეყანამ ვალდებულება აიღო გაეძლიერებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაეცვა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ძირითადი ევროპული სტანდარტის დაცვით საქართველო ევროპას უნდა დაახლოებოდა.

არაღიარების შესახებ მიღებული კანონი და გამკაცრებული გრანტების კანონი "ოცნების" იმიჯს კიდევ უფრო აზიანებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს კლავს. ეს უკვე ბევრჯერ უთხრეს ოცნებას დასავლეთიდან, თუმცა კიდევ ერთხელ შეახსენეს ევროპარლამენტიდან. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში