ელაპარაკეთ ერთმანეთს! - რას ითხოვს ეუთო
რა აღადგენს დიალოგს "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის? - "პირველების" ამ კითხვაზე პასუხისას "ქართლ ოცნებას" მოკლე პასუხი აქვს - ზებუნებრივი ძალა. გია ვოლსკის არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც ერთ მაგიდასთან დაპირისპირებულ მხარეებს დასვამს. ეს კითხვები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ჩამოსულმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაოგნება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.
ელაპარაკეთ ერთმანათს ,რომ მოძებნოთ კრიზისი დაძლევის გზა - ეს არის ეუთოს საპარლამენტო დელეგრაციის მთავარი სათქმელი. იმ დროს, როდესაც ციხეები სავსეა სინდისის პატიმრებით, ოპოზიცია "ქართულ ოცნებასთან" საუბრის რესურსს ვერ ხედავს.
ივანიშვილის პარტიას რომ ოპოზიციასთან დიალოგის სურვილი არ აქვს ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა როცა "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მანდატები გაუუქმა. სულ ახლახან კი კობახიძის შეთავაზებულ დებატებში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკოსებთან საკუთარ მოედანზეც კი არ დასხდნენ სადებატოდ. საკონსტიტუციო სასამართლოში კი მთავარ ოპონენტებს ოცნება საერთოდ გაუქმებასაც კი უპირებს. იკვეთება რომ ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ისევ არაღიარებაა. გვაღიარეთ და დაგელაპარაკებით! - ეს არის "ოცნების" წინაპირობა.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.