მზად ვართ დიალოგისთვის - ხაზარაძე და ჯაფარიძე კახა კუჭავას შეხვდნენ

08.11.21 15:19
მზად ვართ დიალოგისთვის - ხაზარაძე და  ჯაფარიძე კახა კუჭავას შეხვდნენ

"ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადი ჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, შეხვდნენ. შეხვედრა დახურული იყო და კუჭავას სამუშაო კაბინეტში შედგა. მამუკა ხაზარაძის თქმით, "ლელო" მზად არის მმართველ გუნდთან დიალოგის დასაწყებად. 

ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ქვეყანას ავაცილოთ ის ცუდი სცენარი, საუბარი არის ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე, ლაპარაკია, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ მესამე პრეზიდენტს არ დაემუქროს სიკვდილი, თუ ეს მოხდა, მერე ესეთი ინტერვიუები არ გვიშველის ჩვენ. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ კონსტრუქციულ მხარდაჭერას", - თქვა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები