რომეო მიქაუტაძე "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებზე პირველად ალაპარაკდა

11.03.26 20:03
რომეო მიქაუტაძე "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებზე პირველად ალაპარაკდა

რვა თვიანი დუმილის შემდეგ, ფულის მითვისებისა და გათეთრების საქმეზე დაკავებული "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი თანაგუნდელებზე პირველად ალაპარაკდა  - რომეო მიქაუტაძემ ირაკლი ღარიბაშვილთან ახლო კავშირები დაადასტურა, თუმცა "სუს-ის" ექს-შეფზე, გრიგოლ ლილუაშვილზე თქვა, რომ მასთან არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებს. 

"პირველების" ინფორმაციით, მიქაუტაძე ლილუაშვილი საქმის ერთ-ერთი მოწმეა. დღეს მიქაუტაძე ამტკციებდა, რომ "სუს-ის" ყოფილ უფროსთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, არაფერი უთქვამს ლილუაშვილის გარიგებებზე და სანაცვლოდ მიღებულ მილიონებზე. 

გამოძიების ყურადღების ცენტრშია მეგობრების, ნათესავებისა და მშობლების სახელზე გადაფორმებული უძრავი და მოძრავი ქონება, რომლის ტრანზაქციებიც პროკურატურის ვარაუდით, ფულის გათეთრების სქემის ნაწილს წარმოადგენს. დაკითხვის დროს მიქაუტაძემ განსაკუთრებით შეაჩერა ყურადღება წავკისში მდებარე აგარაკზე. პროკურატურა აცხადებს, რომ სწორედ ამ აგარაკის ფიქტიური გადაფორმებით განხორციელდა თანხის გათეთრება, თუმცა მიქაუტაძე პირადად ამტკიცებს, რომ ქონება რამდენიმე წლის წინ შეიძინა, გაარემონტა და მეგობარს მიჰყიდა.

ყოფილი საჯარო მოხელე ბრალს არ აღირებს, ერთადერთი ბრალდება რომელიც მან მოსამართლის წინაშე აღიარ ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებაა, თუმცა ამობს რომ ძვირადღირებული საათები, ავტომობილები და უძრავი ქონება უყურადღებობის გამო ვერ მოხვდა ქონებრივ დეკლარაციაში.
 

დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.