პაპუაშვილი პასუხობს კითხვას, რატომ არ შეუშვეს ეუთოს დელეგაცია პატიმრებთან

12.03.26 00:45
პაპუაშვილი პასუხობს კითხვას, რატომ არ შეუშვეს ეუთოს დელეგაცია პატიმრებთან

 თუ ეს არის რაიმე რიტუალი, ადამიანის მონახულება, მე პირადად ამას არ მივესალმებივ - ასე ხსნის "ქართული ოცნების" ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ეუთოს დელეგაციისთვის პატიმრების მონახულებაზე უარის თქმას. 

  • გუშინ, 10 მარტს საქართველოში მყოფი ეუთოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ  ითხოვეს ციხეში მყოფ პატიმრებთნ, მათ შორის მზია ამაღლობელთან შეხვედრა, რაზეც უარი მიიღეს.

„ინტერესი რა არის?! თუ ის არის, რომ იცოდნენ, რა პირობებში ხდება სასჯელის მოხდა, ადვოკატები ყოველდღიურ რეჟიმში შედიან და სახალხო დამცველისგან აქვთ ინფორმაცია. სინამდვილეში, ყველა ობიექტური ინფორმაცია არსებობს.

თუ ეს არის რაიმე რიტუალი, ადამიანის მონახულება, მე პირადად ამას არ მივესალმები. რიტუალური ღონისძიებები და ატრაქციონად წარმოდგენა, რომ ვიღაც ჩამოდის და უნდა მოიხადოს ვალი და შევიდეს რომელიმე კონკრეტულ პატიმართან, ეს გარკვეულწილად აკნინებს იმ დანაშაულს, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი“, - თქვა პაპუაშვილმა.