მალგოჟატა გოშევსკა საქართველოზე: რეჟიმი ანტი-დასავლური პროპაგანდით მუშაობს, როგორც რუსეთი

12.03.26 01:35
მალგოჟატა გოშევსკა საქართველოზე: რეჟიმი ანტი-დასავლური პროპაგანდით მუშაობს, როგორც რუსეთი

"ქართულ ოცნებას" პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი ახლახან მიღებული კანონების გაუქმებისკენ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ მოუწოდა. 

ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას მაღალჩინოსანმა თქვა, რომ "ოცნების" მიერ მიღბული კანონები, თავისი ბუნებით რეპრესიულია. 

ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია მას დაეხმაროს, - თქვა სიტყვით გამოსვლისას მალგოჟატა გოშევსკამ.

"150 ადამიანი ციხეშია პოლიტიკური მიზეზებით, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები, ჟურნალისტები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები, ვინც შეხედულებებისთვისა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ისჯებიან. ბატონი სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, ამის მაგალითია. მსურს ვახსენო, რომ ფაქტი არ არის ნახსენები რეზოლუციაში, რომელზე მოლაპარაკებაც გუშინ იყო. ეს მაკვირვებს, მაღელვებს. პოლიტიკური თამაშების დრო არაა. ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ კანონის, კანონის უზენაესობის ნაკლებობას ამ ქვეყანაში. ამაზე შესწორებები წარვადგინე.

ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი - რეჟიმი ანტი-დასავლური პროპაგანდით, დეზინფორმაციით მუშაობს, როგორც რუსეთი. ასე რომ, ევროკავშირის სანქციები არა მხოლოდ პროპაგანდისტული სტილის მედიას, არამედ იმ ადამიანებსაც უნდა შეეხოს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე" , - განაცხადა გოშევსკამ.