ლექსმანი: მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას... მინდა ხაზი გავუსვა ივანიშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების აუცილებლობას

12.03.26 10:02
ლექსმანი: მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას... მინდა ხაზი გავუსვა ივანიშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების აუცილებლობას

ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პროევროპული ხმები ამჟამინდელი რეჟიმის მსხვერპლთა შორის არიან - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. 

ევროპელმა პოლიტიკოსმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებზე განმეორებითს თავდასხმებს და  ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობას აქვს ადგილი.

მირიან ლექსმანმა "ქართულ ოცნებას"  ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკნე მოუწოდა, ასევე ხაზი გაუსვა ივანიშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების აუცილებლობას.

ჩვენ მოწმენი ვართ მშვიდობიან მომიტინგეებზე განმეორებითი თავდასხმების, ჟურნალისტების გაჩუმებისა და იმ ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვისა, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პროევროპული ხმები ამჟამინდელი რეჟიმის მსხვერპლთა შორის არიან.  როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია გულხელდაკრეფილი ვისხდეთ მაშინ, როცა ფუნდამენტური თავისუფლებები ითრგუნება და ილახება. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების აუცილებლობას მის მიერ პოლიტიკაში, საზოგადოებაში, ეკონომიკასა და ყველა ქართველის ცხოვრებაში შესრულებული დამანგრეველი როლის გამო.