მთავრობის ადმინისტრაციაში სპეცრაზმი შეიყვანეს
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მთავრობის ადმინისტრაციის ეზო შსს-ს მანქანებით არის გავსებული. რამდენიმე ეკიპაჟი ისევ ე.წ. პეპელას ბაზაზე დააბრუნეს. ფაქტის ამსახველი კადრები ,,ტვ პირველის" კამერამ გადაიღო.
საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც, სადაც ზუსტად 8 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და მოპარული არჩევნების დაბრუნებაა.