"აი, იპოვეს ჩემი თავი, როგორც იქნა და წარმოავადგინე სუსში" - თარგამაძე გამოკითხვაზე მივიდა
გივი თარგამაძე სუსში გამოკითხვაზე მივიდა. უწყებაშ შევსლამდე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი საჯარო განცხადებები ირანის თემაზე მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით იყო გაკეთებული.
თარგამაძის თქმით, სუს-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს რეალურ საფრთხეებზე და არა იმ ადამიანების დაკითხვაზე, ვინც ამ თემაზე საუბრობს.
მოგესალმებით. აი, იპოვეს ჩემი თავი, როგორც იქნა და წარმოავადგინე სუსში. არ მჭირდება არანაირი სასამართლო, მითუმეტეს დამატებით სუსის კონტროლიბერადი ერთი მოსამართლე ნამადვილად არ მჭირდება იმისთვის, რომ ამათ დაველაპარაკო.
რაც შეეხება სათქმელს, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს. არ ვიცი მომისმენენ თუ არა, უბრალოდ, თორემ ძალიან ბევრი მაქვს. მაგალითად, ის, რომ მიხედონ საქმეს. ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს. მათ აქვთ დასასაბუთებელი, რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, იმის მაგივრად, რომ მიხედონ საქმეს როდესაც აქ ჰკითხავენ ჩემნაირ ადამიანებს და 300 კაცი უდგათ, რომელიც თურმე მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად. ახლა წავიდნენ, ის 300-ვე ადმაიანი გააკონტროლონ, იმიტო, რომ ისინი თუ გაიფანტნენ ახლა მთელ მსოფლიოში იმ დავალებებით, რაც აქვთ მიღებული, და არ იციან ამათმა რა აქვთ მიღებული, აი, მერე იქნება შარში ჩვენი ქვეყანა თუ იქნება, - აბობს გივი თარგამაძე.
ჰადსონის ინსტიტუტის მიერ საქართველოში ირანის გავლენის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუს-ში გამოკითხვები მიმდინარეობს. ამ საქმეზე უკვე დაიბარეს გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.