სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს - პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე

12.03.26 12:09
სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს - პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე

შალვა პაპუაშვილი სუსში გამოკითახვაზე დაბარებულ ადამიანებს "მოღალატე ჭორიკნებს" უწოდებს და აცხადებს, რომ გამოკითხვების ამ პროცესს მიესალმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ სუსში მისული ადმაიანები გამოკითხვაზე "გონორით" შედიან, თუმცა იქიდან სახეშეცვლილები გამოდიან. 

სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან. ღალატს აქვს თავისი მორალური ზღვარიც. ადამიანი, მითუმეტეს, თანამედროვე სამყაროში, სოცქსელებით გაგულიანებული, თავი ჰგონია, რომ არის რაღაცნაირად უმრავლესობის ხმის გამჟღერებელი. საქმე საქმეზე რომ მიდგება, გამოჩნდება, რომ არიან ჩვეულებრივი ჭორიკნები, თან მოღალატე ჭორიკნები და თან მოღალატე ჭორიკანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორი გონორით გამოდიან ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ბევრი ვნახეთ. არ ვიცი რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე. მნიშვნელოვანია და მივესალმები იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად იბარებს ყველას.

როდესაც ასეთი მდგომარეობაა, ახალი ომები იწყება, ახალი კონფლიქტები იწყება, ჩვენი მეხუთე კოლონა გამოდის და პირდაპირ სამიზნეებს აძლევს... ლამის კოორდინატების დონეზე აძლევს: ამას ესროლე, იმას დაარტყი, ამას დაესხი თავს, ეს ქენი, ის ქენი. ქვეყანაში გვყავს მეხუთე კოლონა.

2022 წელს ომი როცა დაიწყო, თითქოს აქ რუსული დივერსანტები იყვნენ შემოსულები და კედლებზე რაღაცებს ხატავენო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიღაც ხელოვანი კატას ხატავდა. ზუსტად ეს დივერსანტები გვყავს შიგნით, რომელიც წლების განმავლობაში კვებეს ფულით. იმიტომ არის დღეს ასეთი აგრესია დონორებისგან რომ იციან, ეს არხები გაჩერდება საქართველოს შიგნით მეხუთე კოლონის და მოღალატეების დაფინანსებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჰადსონის ინსტიტუტის მიერ საქართველოში ირანის გავლენის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუს-ში გამოკითხვები მიმდინარეობს. ამ საქმეზე უკვე დაიბარეს გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.  

ამ წუთებში უწყებაში პოლიტიკოსი გივი თარგამაძე იკითხება.