"სააკაშვილი პრინციპული ადამიანია, მზად არის, მოკვდეს" - ლიზა იასკო
უკრაინის რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ლიზა იასკო, ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი მზად არის, მოკვდეს იმისთვის, რომ ხალხს ცვლილებების აუცილებლობა აჩვენოს. ამის შესახებ ლიზა იასკომ "ტვ პირველის" "დღის ამბების" ეთერში ისაუბრა. რადას დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ის პრინციპული ადამიანია, მზად არის, მოკვდეს, რომ აჩვენოს ყველას, რომ უდანაშაულოა და მზად არის ამ რადიკალური ნაბიჯისთვის, რომ აჩვენოს სხვა ადამიანებს ცვლილებების აუცილებლობა. არ მინდა, ვინმეს ჰქონდეს განცდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის. ახლა მოქმედების დროა! თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები, საჭიროა, მოვითხოვოთ ის", - ამბობს ლიზა იასკო "ტვ პირველის" ეთერში.