"საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობა" - პაპუაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

12.03.26 13:40
"საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობა" - პაპუაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

"საბჭოთა სახლხო დეპუტატთა ყრილობა" - ასე მოიხსენიებს შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს. "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში დღეს „ევროპულობის მტრები“ მოქმედებენ, ევროკავშირის ღირებულებებს კი, სინამდვილეში, სწორედ "ქართული ოცნება" იცავს. 

პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა და მათი გაფუჭებული სწორედ მათვე უნდა გამოასწორონ". 

რაც მოვისმინეთ, ეს შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო გამეორება საბჭოთა სახლხო დეპუტატთა ყრილობის. სხვას ამას ჩვენ ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი. მათ შორის გვარებსაც რომ ვუყურებთ, საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის წევრები ქალბატონი იუკნევიჩიანე, მარკეტა გრეგოროვა, ეს არის მეკობრებიის პარტიის წევრი.

ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი, ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო მეტად მიდის, საბჭოთა კავშირის ისტორიაშიც, უკანაც. სინამდვილეში, ჩვენ ვართ დღეს ევროკავშიის დამცველები და რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირის შიგნით: უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვები. დღეს ევროკავშირს თავს მომსხდარნი არიან ევროპულობის მტრები, რომლებიც აცლიან ევროკავშირს ყველაფერს, რაც არის ევროპული და მას აქცევენ საბჭოთა კავშირის 21 საუკუნის ანალოგიად. ასე რომ, ბურთი არის ბრიუსელის მოედანზე, მათ უნდა გამოასწორონ მათივე გაფუჭებული, ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ. ბრიუსელმა უარი თქვას საქართველოს არადემოკატიული გზით ხელისუფლების შეცვლის წაქეზებაზე, მეორე - უარი უნდა თქვას საქართველოში ფარულ დაფინანსებაზე და სანქციების გვერდის ავლის სქემებზე, - თქვა დღეს პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები