პაპუაშვილი ევროკავშირს უსამართლოდ დაკავებულთა სიის წარდგენას სთხოვს და ბრიუსელს „პოლიტიკურ ვაჭრობაში“ ადანაშაულებს

12.03.26 13:52
პაპუაშვილი ევროკავშირს უსამართლოდ დაკავებულთა სიის წარდგენას სთხოვს და ბრიუსელს „პოლიტიკურ ვაჭრობაში“ ადანაშაულებს

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს მოუწოდებს, წარმოადგინოს იმ პირების სია, რომლებსაც ევროპარლამენტი საქართველოში უსამართლოდ დაკავებულებად მიიჩნევს და მათი გათავისუფლების მოთხოვნით გამოდის. მისი თქმით, ბრიუსელი ხშირად საუბრობს „უკანონოდ დაკავებულებზე“, თუმცა კონკრეტულ სახელებს არ ასახელებს.

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მოთხოვნები პოლიტიკურ მოტივებს ემსახურება. "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმეებით „პოლიტიკური ვაჭრობა“ მიმდინარეობს და ბრიუსელი ცდილობს ამ საკითხის გამოყენებას საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად.

გამოდგა იქ ბატონი კომისარი და "გამოუშვით პატიმრებიო" და ამაზე რატომ არ გიჩნდებათ კითხვა, ყოველ ჯერზე ვკითხულობთ, აი, ევროკავშირი რომ ამბობს, რომ გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებულები, გუშინაც ხომ თქვეს, გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებულები, სია მოგვცენ, ერთი, ვინ გავათავისუფლოთ? სიას რატომ არ გვაძლევენ? იცით, რატომ? კითხვა გაჩნდება, თუ ჩასვან თუ არა სააკაშვილი შიგნით? ჩასვამენ - ვაია, არ ჩასვამენ - უია. როგორც კი მაგათ ჩასვამენ, ხმ ავიღებთ ამ სიას და ავაფარებთ სახეზე ყველა მათ ელჩსაც, მათ კომისარსაც და პარლამენტის წევრსაც. იმიტომ არასდროს არ დებენ სიას, იმიტომ, რომ იციან, სინამდვილეში, კონკრეტულად ვერცერთზე იტყვიან, რომ ვინმე არის უსამართლოდ დაკავებული. იციან, რომ არა მხოლოდ სამართლიანად არის, არამედ მათ ჩასვეს ისინი ციხეში და დღეს ცდილობენ, ივაჭრონ პატირებით. ეს არის, ფაქტობრივად, პოლიტიკური ტრეფიკინგი, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის მხრიდან, როდესაც არის ვაჭრობა ადამიანების ბედით, - ამბობს პაპუაშვილი.