ეს მშიშარა ბიზნესის ბრალია, რომელსაც რეკლამის მიტანაც ვერ გაუბედავს კრიტიკულ ტელევიზიებში - გოცირიძე "ტვ პირველის" სატელიტიდან გათიშვაზე
ეს მშიშარა ბიზნესის ბრალია, რომელსაც რეკლამის მიტანაც კი ვერ გაუბედავს კრიტიკულ ტელევიზიებში - ასე ეხმაურება გოცირიძე "ტვ პირველის" გადაუხდელობის გამო სატელიტიდან გათიშვას.
ამორალურები არიან, რომ სატელევიზიო რეკლამაზე უარი თქვეს ხელისუფლების შიშით - წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე.
მისი თქმით, ბიზნესი, რომელიც პროპაგანდისტულ არხებს უხდიან ფულს, "ღირსი არიან, რომ დასანქცირდნენ".
გოცირიძე ამბობს, რომ სწორედ ახლა არის დრო, რომ ბიზნესმა სამოქალაქო თვითშეგნება გამოავლინოს - "შავ ლაქად დარჩება მათი ასეთი დამოკიდებულება თითოეული კომპანიისა თუ პიროვნებების ბიოგრაფიაში"
"ტვ პირველი" სატელიტიდან გათიშეს გადაუხდელობის გამო. ეს ამორალური და მშიშარა ბიზნესის ბრალია, რომელსაც რეკლამის მიტანაც კი ვერ გაუბედავს კრიტიკულ ტელევიზიებში.
ბობოლა, ხელისუფლების ხელით ნაკვები ბიზნესი, რომელიც რუსულ პროპაგანდისტულ არხებს უხდის ხარკს, კი არის ღირსი, რომ დასანქცირდეს.
ცალკე საკითხია ბანკები: არნახული მოგება მიიღეს გასულ წელს, 3,3 მილიარდი ლარი. 2,3 მილიარდი რომ მიღოთ, აწყენდათ? ცოტა პროცენტი რომ დაეწიათ არ შეეძლოთ? არ იზამენ ამას და ვერც ვერავინ დაავალებს. მორალური შეგონება უაზრობაა და ვერც გაიგებენ. მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია და ფულის ალტერნატიულ ინსტრუმენტებში დაბანდების საშუალება თუ მოარჯულებს მათ.ერთი რამ კი შეგვიძლია ვუთხრათ-ამორალურები არიან, რომ სატელევიზიო რეკლამაზე უარი თქვეს ხელისუფლების შიშით. ლონდონის ბირჟაზე კი არა, ქუჩის ბირჟაზეა მათი ადგილი. ნუთუ მათი მოგების 0,1 პროცენტის მიტანა არ შეეძლოთ დამოუკიდებელ ტელევიზიებში? ორ ამდენს ამ “ლონდონის ბირჟის” ბანკების ერთ დირექტორი იღებს წლიური შემოსავლის სახით. მალე “ფორმულასაც” იგივე ბედის გაიხიარებს.
დამოუკიდებელი მედია განადგურების პირასაა მისული რუსული კანონებით დაწესებული შეზღუდვების გამო. საგარეო მხარდაჭერა შეწყდა. როდის, თუ არა ახლა უნდა გამოავლინოს ელემენტარული სამოქალაქო თვითშეგნება ბიზნესმა. შავ ლაქად დარჩება მათი ასეთი დამოკიდებულება თითოეული კომპანიისა თუ პიროვნებების ბიოგრაფიაში. ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრებულან იმაზე, თუ რა დღეშია ჩავარდნილი მედია, როცა დამოუკიდებელი ტელეკომპანიები საბანკო ანგარიშებს აქვეყნებენ და 10 ლარის ჩარიცხვას ითხოვენ? ჩვეულებრივი ადამიანების მხარდაჭერით არსებობენ ჯერ კიდე ტელვიზიები, ვისთვისაც 10 ან 100 ლარი მართლაც რაღაცას ნიშნავს, მაგრამ არ ენანებათ, იციან რა, თუ რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვის გაქრობა. მადლობა მათ.
სირცხვილი ბობოლა ბიზნესს და ბიზნესმენებს!!"- წერს რომან გოცირიძე.
ფინანსური დავალიანების გამო, 11 მარტს ტელეკომპანია პირველის სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა.
დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშზე გადმორიცხოთ.
ანგარიშის ნომერი: GE07TB7272236020100006
დანიშნულება: დახმარება