სასახლის ღობის საქმე - პროცესზე გამომძიებელი, კონსტანტინე კერესელიძე იკითხება
სასახლის ღობის საქმე - დღევანდელ სასამართლო პროცესს მსოფლიო ბანი, ბრალდებული პაატა ბურჭულაძე ესწრება. როგორც ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, ბურჭულაძე სხდომაზე დასწრების "არც მიზანს და არც საფუძველს ვერ ხედავს".
ამ წუთებში, პროცესზე პროკურატურის მოწმე გამომძიებელი, კონსტანტინე კერესელიძე იკითხება - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები გამოკითხა და საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარა.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპდოენტი იუწყება, პროკურატურამ მოწმეს კითხვები სასახლის ღობის და იმ ექსპერტიზის შესახებ დაუსვა, რაც ექსპერტებმა ფოტოსურათებზე დაყრდნობით ჩაატარეს. პროკურორი დაინტერესდა ასევე, სად ინახებოდა ეს ღობე, რომელიც ნივთმტკიცებად საქმეში ჩადებული საერთოდ არ აქვთ. როგორც მოწმემ განაცხადა, ეს ღობე ახლა რიტუალების დასახლეში არის შენახული.
პროცესის დაწყებამდე მოწმიის შესახებ კომენტარი გააკეთეს ადვოკატებმაც. როგორც ირაკლი აბესაძე ამბობს, გამომძიებელს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები აქვს მიცემული.
გამოიკითხა ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელსაც ჩატარებული აქვს გამოკითხვები, მათ შორის მაგალითად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების, რომლებიც თითქოს ამხელენ ბრალდებულ პიროვნებებს , რომ ისინი ცდილობდნენ სასახლეში შეჭრას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენებები არის აბსოლუტურად ცრუ, არ ემყარება ფაქტებს და ამას ადასტურებს გამოკითხვის ის ფორმაც, რომელსაც გამომძიებელი იყენებს, რაზეც რა თქმა უნდა, დეტალურად საუბარი გვექნება სასამართლოდარბაზში და მისი დაკითხვისას. მორიგ ჯერზე გამოჩნდება, რომ საქმე თავიდანვე იყო შეკერილი. გამომძიებელმა, მომწეებმაც წინასწარ იცოდნენ, რაზე უნდა ესაუბრათ, რა უნდა დაეწერათ ა არავსი აინტერესებდა, რეალური ფაქტები.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
[ფოტო: არქივიდან]