ცდილობენ ხალხის გვერდის ავლით არიონ სიტუაცია - პაპუაშვილი დღეს დაგეგმილ აქციაზე
"ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციით "ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციის არევას ცდილობს. პაპუაშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტში სამართალდამცავების მობილიზება დღეს დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
პოლიციის მობილიზება რა თქმა უნდა შეეხება დღევანდელ აქციაზე. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგს, მათ აქვთ ისევ დესტრუქციული დღის წესრიგი, მათ არ მოსწონთ, რომ ხალხი არ აძლევს მანდატს და ცდილობენ ხალხის გვერდის ავლით არიონ სიტუაცია და დაიბრუნონ ძალაუფლება", - ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ,რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქცია დღეს 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი შეიყვანეს.