სააკაშვილზე რაც მალაპარაკეთ... - კაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სუს-ის ზეწოლაზე საუბრობს

08.11.21 16:55
სააკაშვილზე რაც მალაპარაკეთ... - კაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სუს-ის ზეწოლაზე საუბრობს

სუიციდის მცდელობა გორის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, 45 წლამდე კაცი, რომელმაც ბენზინი გადაისხა "ქართული ოცნების" აქტივისტი და ყოფილი საჯარო მოხელეა. 

რაც შეეხება თვითმკვლელობის მცდელობის მოტივს, როგორც ადგილობრივები "ტვ პირველს" უყვებიან, კაცი ყვიროდა რომ მას სუს-ი უთვალთვალებდა. 

აქვე მომკალით, რატომ დამდევთ, სუს-ი ყველგან დამსდევს... კარგად იცით, მე ვინ ვარ!

მიშა სააკაშვილზე რაებიც მალაპარაკეთ, ვაფშე არ ვიცნობდი, არასდროს შევხვედრივარ. ივანიშვილი მიყვარდა მე"- ამბობს კაცი თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში. 

ყოფილი საჯარო მოხელე სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.  

მსგავსი სიახლეები