ვის რა თანხის გადახდა მოუწევს ავტომობილის განბაჟებისთვის
დღეს ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომიდან ხალხს უთხრა, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანას საქართველოში აღარ აკრძალვას, ამ ავტომობილებისთვის განბაჟების გადასახდი იზრდება, ოღონდ ისე, რომ მანქანის ფასზე უფრო ძვირი განბაჟება დაჯდება.
რა მოხდება ახლა? თუ მოქალაქეს 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილის შეძენა სურს, განბაჟების ტარიფი ასეთია: 4ლარი და 50 თეთრი თითო კუბურ სანტიმეტრზე.
აი მაგალითად:
- 1.5 ლიტრი ძრავით - 6 750 ლარი
- 2.0 ლიტრი ძრავით - 9 000 ლარი
- 3.0 ლიტრი ძრავით - 13 500 ლარი
„ოცნების“ ახალი მათემატიკური ფორმულა ავტოიმპორტიორებისთვის უკვე ახალ თავის ტკივილად იქცა. ნაწილი ამბობს, რომ აკრძალვის მოხსნა პრობლემას სრულად ვერ აგვარებს. მათი შეფასებით, თუ განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ მოქალაქე ძველი ავტომობილის შეძენას ვეღარ შეძლებს, შედეგი ფაქტობრივად იგივე იქნება.