სპეცოპერაცია ირანში - სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შემდეგ ტრამპი ირანს ენერგო ობიექტების დაბომბვით ემუქრება
ირანელი სამხედროების კოლონა ისრაელმა იმ დროს გაანადგურა, როცა ათობით სამხედრო ქალაქში პატრულირებდა და რეიდი ჰქონდათ გამოცხადებული. ბასიჯი - ეს არის ირანელი მოხალისეების სამხედრო დაჯგუფებაა, რომელსაც რეჟიმი დემონსტრაციების ჩასახშობად იყენებდა. სწორედ ამიტომ, შტატებსა და ისრაელს იერიში ბასიჯის ბაზებზეც მიაქვს. განადგურებულია ბასიჯის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, პოლიციისა და არმიის კუთვნილი ათობით ობიექტი.
აიათოლების რეჟიმს დონალდ ტრამპი ენერგო სისტემების განადგურებით ემუქრება, რაც ირანის რეჟიმს აღდგენის შესაძლებლობას აღარასდროს მისცემს. შტატების პრეზიდენტის მუქარის საპასუხოდ, ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკული კომპანიის გემზე მიიტანა. ტანკერი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა, ცეცხლის ალშია გახვეულია , დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი.
ჰორმუზის სრუტის ჩაკეტამ და ამერიკის ოპერაციამ ირანში მსოფლიო ეკონომიკური ბაზარი ჩამოშლის ზღვარზე დააყენა. ბაზარზე ნავთობის ფასი ასეთი მერყევი არასდროს ყოფილა. ბოლო 24 საათში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეკონომიკური ბაზარი სამხედრო კონფლიქტის გრძელვადიანად აღიქვამს.