საბოლოო ვერდიქტი “ქართული ოცნებისთვის“ - გეგელია “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

12.03.26 20:06
საბოლოო ვერდიქტი “ქართული ოცნებისთვის“ - გეგელია “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიში არის საბოლოო ვერდიქტი “ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამ პოლიტიკური კურსის პირობებში, არ არსებობს და ვერ იარსებებს თავისუფალი, მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფო.

ეს დასკვნა არის საბოლოო ვერდიქტი „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის, როგორც დიქტატურის ჩაცემენტების კუთხით და პირდაპირ ამბობს, რომ ამ პოლიტიკური კურსის პირობებში, არ არსებობს და ვერ იარსებებს თავისუფალი, მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელსაც რაიმე ტიპის ევროატლანტიკური მომავალი შეიძლება ჰქონდეს, - განაცხადა გეგელიამ.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
  • “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ცნობილია - რა წერია დოკუმენტში

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. 

 

მსგავსი სიახლეები