გვარამია განმარტავს, რის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს ჰააგაში გამოძიება “ოცნების“ წინააღმდეგ
კოალიცია “ცვლილებებისთვის„ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში არის საკმარისი სამართლებრივი პრერეკვიზიტი ჰააგის სასამართლოსთვის, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგეს ცალკეული პირების პასუხისმგებლობა.
ოპოზიციონეტი პოლიტიკოსის თქმით, “ეს დასკვნა არის სრულიად კატასტროფული “ოცნებისთვის “.
ეს დასკვნა არის სრულიად კატასტროფული “ოცნებისთვის “ და საქართველოს ისტორიაშიც არ მეგონა თუ ასეთ დასკვნას ვნახავდი, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის. მხოლოდ ეს დასკვნაც საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ქვეყანაში პოლიტიკური გადატვირთვის შესახებ. მსგავსი ტიპის რეკომენდაცია იშვიათად შეგვხვედრია, კონვენციურ დარღვევებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უდნა აღვნიშნოთ ეს. ჰააგის სასამართლოსთვის, ეს არის საკმარისი სამართლებრივი პრერეკვიზიტი, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგეს ცალკეული პირების პასუხისმგებლობა, - აცხადებს გვარამია.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
- “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ცნობილია - რა წერია დოკუმენტში
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.