ივანიშვილს ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი, სანამ იმ სკამზე აღმოჩნდება, რომელზედაც ყველაზე სისხლიანი დიქტატორები ისხდნენ - ბოკუჩავა
ეუთოს მექანიზმის დღევანდელი დასკვნა, სწორედ ამას ადასტურებს, რომ ივანიშვილს ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი იქამდე, სანამ იმ სკამზე აღმოჩნდება, რომელზედაც ისხდნენ მსოფლიოში ყველაზე სისხლიანი დიქტატორები, - ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ჰააგას სისხლის სამართლის სასამართლო იყო ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტანცია, სადაც აუცილებლად მივიდოდა საბოლოო ჯამში ქიმიური იარაღის მასობრივ გამოყენების საქმე.
ქიმიური იარაღის მასობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული ცნობების გავრცელებისთანავე, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჰააგას სისხლის სამართლის სასამართლო იყო ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტანცია, სადაც აუცილებლად მივიდოდა საბოლოო ჯამში ეს საქმე. ჩვენ ვხედავთ რომ ეუთოს მექანიზმის დღევანდელი დასკვნა, სწორედ ამას ადასტურებს, რომ ივანიშვილს ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი იქამდე, სანამ ის აღმოჩნდება იმ სკამზე, რომელზედაც ისხდნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და სისხლიანი დიქტატორები, - განაცხადა ბოკუჩავამ.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
- “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ცნობილია - რა წერია დოკუმენტში
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.