რუსთაველზე პოლიციის მობილიზებაა
სამართალდამცველების მობილიზებაა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც დღეს კავები აიღეს, ცოტანი ხნის წინ შს მაღალჩინოსანი გოგა მენანიშვილიც გამოჩნდა. საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს, 21:00 საათზე, „ოპოზიციური ალიანსის“ განცხადებაა დაანონსებული.
ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები და პოლიტიკოსები.
"საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა პარლამენტთან. ჩხრეკენ ყველას, ვისაც ჩანთა უკეთია" - წერს ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს