საქმე “ოცნების“ წინააღმდეგ ჰააგაში?! - დიპლომატი “მოსკოვის მექანიზმს“ აფასებს
დიპლომატი, ნინო კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, “ოცნების“ წინააღმდეგ საქმე ჰააგის სასამართლოში აღმოჩნდეს.
როგორც ის ამბობს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა თუ რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავდა, ეფუძნება, ფაქტების დამდგენ ანალიზს, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა “ოცნების“ წარმომადგენლები ამ თუ იმ დანაშაულში იყვნენ მხილებულნი.
მისი თქმით, ამისი უფლებამოსილი პირი არის ქართული საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ორგანიზაციული სახე მისცეს სარჩელს.
ამას ვერ გამოვრიცხავთ, რადგან ეს დასკვნა თუ რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავდა, ეფუძნება, ფაქტების დამდგენ ანალიზს, იქ საუბარია, რომ შესაძლოა ამ დანაშაულში იყვნენ მხილებულნი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მყარი საფუძვლები აქვთ ამ დოკუმენტში, რომ საერთოდ ამ ფორმით ისაუბრონ და რეკომენდაციის სახით შეიმუშაონ, რომ მიმართეთ საერთაშორისო ტრიბუნალს. ამისი უფლებამოსილი პირი არის ქართული საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ორგანიზაციული სახე მისცეს ამ სარჩელს, მაგრამ პრაქტიკულად მითითებაა იმაზე, რომ ამის საფუძველი ობიექტურად არსებობს და ახლა თქვენს ხელშია, რომ ეს მექანიზმი გამოიყენოთ. მათ პრაქტიკულად გვითხრეს, რომ “ოცნების“ წინააღმდეგ რეალური დოკუმენტაცია წარადგინოთ, რომელიც ჩვენ უკევ შევისწავლეთ და ხელთ გვაქვს, - განაცხადა კალანდაძემ.
დიპლომატი “მოსკოვის მექნიზმს“ უმძიმეს მექანიზმს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიიღება.
“მოსკოვის მექანიზმი“, ეურთოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მექანიზმია, რომელიც შესაძლოა ამ ორგანიზაციას ჰქონდეს. ეს არის მექანიზმი, რომელსაც მინიმუმ 10 სახელმწიფოს ხელმოწერა სჭირდება და ჩვენ გვაქვს 16 სახელმწიფოს ხელმოწერილი. ეს მექანიზმი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიიღება და ჩვენ უახლოეს ისტორიაში გვახსოვს ბელორუსიის 2020 წლის არჩევნების შედეგად განვითარებული მოვლენების გამო შექმნილი კომისია, რომელმაც შეისწავლა ფაქტები და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად სამხედრო დანაშაულებების გამოძიების ფარგლებში შექმნილი კომისია, რომელმაც შესაბამისი დასკვნები მიიღო და მესამე არის ის, რომელსაც ერთი პატარა საქართველოს შესახებ მიიღეს, რომელიც არის ძალიან მძიმე. ეს არ არის რეკომენდაციები, ამ რეკომენდაციების შედეგი შესაძლოა იყოს სახელმწიფოს იზოლაცია, მძიმე სანქციები,რ ადგან სწორედ ასეთი დასკვნები და რეკომენდაციები ედება ხოლმე საფუძვლად უმძიმეს გადაწყვეტილებებს, - ამბობს კალანდაძე.
მისივე თქმით, დასკვნაში ერთი გადაცდენა არ არის და უზუსტესად არის ასახული ყველა ფაქტი.
იქ გაჟღერდა სიტყვები, როგორიც არის წამებასთან მიახლოებული, ტერმინი - პატერნი, როგორიც არის სისტემური გამოყენება, არა შემთხვევითი, არა ძალისგადამეტება, არა სისტემის მიერ მიზანმიმართული, რაც იძლევა ძალიან მძიმე დასკვნების საფუძველს,- ამბობს ის.
ჩვენი მთავარი გამოწვევა და სირთულე, საქართველოში დემოკრატიული ძალების არსებობის, იყო და რჩება დისპროპორციული ძალთა ბალანსი, - აცახებს კალანდაძე.
ამაში ვგულისხმობ რას, ავტორიტარული კონსოლიდაცია, ინსტუტიციური არის იმ ეტაპზე მისული, რომ ერთ მხარეს არის სრული ძალაუფლება - მეორე მხარეს კი შიშველი ხელით მებრძოლი დემოკრატიული ძალები, რომლებსაც არანაირი რესურსი არ აქვთ გარდა იმისა, რომ დასავლეთი მოიმხრონ, რომელიც თავის მხრივ ზეწოლას განახორცილებდა “ოცნებაზე“, - დასძენს დიპლომატი.