შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს “ოცნებას“, სრულად განახორციელოს ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები

12.03.26 22:23
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს “ოცნებას“, სრულად განახორციელოს ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს “ოცნებას“, სრულად განახორციელოს ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები.

ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, შვედეთი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას სრულად იზიარებს და მიესალმება.

„ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთოს ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებას წარმოადგენს.

შვედეთი მიესალმება საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
  • “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ცნობილია - რა წერია დოკუმენტში

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.