ხელისუფლებას მიშას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ეშინია, რადგან ... - პეტრე ცისკარიშვილი
,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, პეტრე ცისკარიშვილი, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საშუალებას არ მისცემს, რადგან, ცისკარიშვილის განმარტებით, მმართველ გუნდს ეშინია, ეს პოლიტიკურ სისუსტედ არ ჩაუთვალონ.
მიშას მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა არის ის ჰუმანიტარული აუცილებლობა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. ადამიანი 40 დღეა შიმშილობს და მათ ეშინიათ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ. მათ სავადმყოფოსთან პიკეტირების არ ეშინიათ, ამისთვის სპეცრაზმები ჰყავთ. მათ ჰუმანურობა პოლიტიკური სისუსტის გამოვლენა ჰგონიათ. მათ ეშინიათ, მათ რამდენიმეათასიან ქოცებში სისუსტე არ აჩვენონ.
გარდა საავადმყოში გადაყვანისა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიშა თავისუფალი სასამართლოს წინაშე წარსდგეს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა.
ჩვენ ვრჩებით ქუჩაში, ეს პროტესტი გაყალბებულ არჩევნებსაც ეძღვნება - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
,,გამოდი გარეთ ადამიანის სიცოხლის უფლების დასაცავად" - ოპოზიცია დღევანდელ აქციაზე ეპატიჟება ყველას, ვისაც პროტესტი აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობისა და გაყალბებული არჩევნების გამო.
ციხიდან სააკაშვილის გამოხსნა არის არა ერთი პარტიის, არამედ ყველა მოქალაქის საქმე, ამიტომ ზუსტად რვა საათი შეხვედრის ადგილია - თავისუფლების მოედანზე დღეს ყველა ოპოზიციური პარტია გამოდის. გზაშია კოლონები, საქართველოს დროშებით და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით. მიკროავტობუსები თბილისში დაახლოებით ორ საათში გამოჩდებიან.