არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ჰააგაში უკვე გაიჟღეროს ივანიშვილის, როგორც დიქტატორის სახელმა - ბოკუჩავა

12.03.26 23:33
არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ჰააგაში უკვე გაიჟღეროს ივანიშვილის, როგორც დიქტატორის სახელმა - ბოკუჩავა

საქნციების მატარებელი დაძრულია და ის სწორი მიმართულებით მიდის, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, - ამის შესახებ ენმ - ის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მაღალი ავტორიტეტის და გავლენის მქონე საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ამ პროცესს მოყვება კონკრეტული განვითარება.

სანქციების მატარებელი დაძრულია და ის სწორი მიმართულებით მიდის, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ერთი ის, რომ “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში დააჩქარებს ამას და მეორე ის, რომ ამ თემაზე დაიდო ასეთი მაღალი ავტორიტეტის და გავლენის მქონე საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ამ პროცესს მოყვება კონკრეტული განვითარება, და დიახ მართლაც, ჰააგაში უკვე გაიჟღეროს ივანიშვილის, როგორც დიქტატორის სახელმა, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, - განაცხადა ბოკუჩავამ. 

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
  • “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ცნობილია - რა წერია დოკუმენტში

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.