იურისტი განმარტავს, რა მოხდება “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე გადაცემა “რეაქციაში“ განმარტავს, რა მოხდება “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.
მას მაგალითად ეუთოს 24 წევრი ქვეყნის ერთობლივი განცხადება მოაქვს და ამბობს, რომ სწორედ ეს მოწოდებებია კარგი დასტური იმის, რომ ანგარიშის გამოქვეყნებას შედეგები მოჰყვება.
მისი თქმით, “ის რაც წერია ეუთოს მექანიზმის ანგარიშში, თუ არ მოხდება მისი შესრულება, იმ მექანიზმების გამოყენება, რომლისაც ეშინია მსოფლიოში ყველას.“
ეს მექანიზმი არ არის ხელწამოსაკრავი, თვითონ სტატისტიკაც და რაოდენობაც ამ მექანიზმის გამოყენებაც მიანიშნებს იმას, რომ ის 16-ჯერ არის გამოყენებული და ეს მოხდა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიცაა - რუსეთის ფედერაცია, ბელორუსი, საქართველოც სამწუხაროდ ამ რიგებს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოც ცუდ მდგომარეობაშია მოხვედრილი.
რას მოგვცემს ეს ანგარიში - ის განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და მას 23 ქვეყანა აწერს ხელს, ამის კარგი დასტურია. 23-მა ქვეყანამ პირდაპირ თქვა, რომ ეს ანგარიშში მოცემული მითითებები უნდა შეასრულოს. თუ ამას არ შეასრულებთ, ჩვენ გამოვიყენებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ იყო გაცემული, ამ ანგარიშის მიხედვითო.
ის რაც წერია ეუთოს მექანიზმის ანგარიშში, თუ არ მოხდება მისი შესრულება, ამ პრობლემების აღმოფხვრა, თუ არ გათავისუფლდებიან პატიმრები, არ მოხდება კანონების გაუქმება, გამოძიება წამებების და დამნაშვეების დასჯა, ჩვენ მოგვიწევს იმ მექანიზმების გამოყენება, რომლისაც ეშინია მსოფლიოში ყველას, მათ შორის ყველაზე ცუდ დიქტატორებსაც კი და დარწმუნებული ვარ, „ოცნებისთვისაც“ არ არის მარტივი მოსასმენი ეს ყველაფერი. როცა ანგარიშში წერენ და რეკომენდაციებს გაძლევენ, ესაა რთული მოსასმენი და როცა გეუბნებიან, რომ თუ არ გამოასწორებ სიტუაციას, ეუთოს მექანიზმის ფარგლებში, ამ მექანიზმის ამოქმედება და გამოყენება მოხდება, დარწმუნებული ვარ ეს იქნება მათთვის მოტივატორი, რომ დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე.
რა თქმა უნდა რიტორიკას მოვისმენთ, რომ ამას ჩალის ფასი აქვს, მოგვისმენია განცხადებები მათგან იმის შესახებ, რომ თითქოს სანქციების შიში არ არსებობს, მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რომ შიშიც არსებობს, რეაგირებაც მკაფიო აქვთ და ყველაფერს აკეთებენ, აგერ ყულევის მაგალითმაც აჩვენა, რომ ეს არ მოხდეს. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ყულევის მაგალითი იქნება ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვადასხვა შემთხვევები, რომ კარგად შეხედონ საკითხებს და საერთაშორისო მექანიზმების შიშით და რომ მოხდეს მათი აცილება, შესაბამის რეაგირებას განახორციელებენ, - განაცხადა ბურჯანაძემ.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
- “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ცნობილია - რა წერია დოკუმენტში
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.