გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს - სასწრაფო დახმარების ექიმი ხოშტარიაზე

08.11.21 17:10
გონების დაკარგვის  ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს - სასწრაფო დახმარების ექიმი ხოშტარიაზე

მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებთან თქვა. მედიკოსის თქმით, ხოშტარიას გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, რის გამოც მისი სტაციონაში გადაყვანა არის სასურველი. 

დამაკმაყოფილებელია, გონზეა, ადეკვატურია. მონაცემები ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში," - თქვა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

მსგავსი სიახლეები