ჩვენთვის ფასეულობა არ აქვს - შარმანაშვილი ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

13.03.26 11:39
ჩვენთვის ფასეულობა არ აქვს - შარმანაშვილი ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

 

 

"ოცნებაში" ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე პირველი კომენტარი კეთდება - თენგიზ შარმანაშვილი ირწმუნება რომ ამ ანგარიშს მათთვის არანაირი ფასეულობა არ გააჩნია. 

"ოცნების" წევრი დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ საერთაშორისო ანგარიში "ტყუილებზეა დაფუძნებული". 

ეს არის აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში და ამას დიდი ფასეულობა ჩვენთვის არ აქვს, თან რაღაცა ვითომ მუქარებიც გაურიეს, რომ საერთაშორისო სასამართლოებში აპირებენ წასვლას. ამას მივესალმები, ძალიან მომწონს ეს იდეა, იმიტომ, რომ იქ არანაირი მტკიცებულება წარდგენილი არ იქნება დარწმუნებული ვარ, რადგან ტყუილებზე არის დაფუძნებული და წარმდგენების სასამართლოდ გადავაქცევთ ამას. ჩვენ დავიწყებთ იმის მტკიცებას იქ, ვინ გაავრცელა ეს ტყუილი ინფორმაცია, რა მიზნით გაავრცელა და ა.შ.  რამდენი ასეთი ფეიკებით წავიდნენ ჩვენი რადიკალი ოპონენტები, რით დამთავრდა კარგად გვახსოვს, ამიტომ ეს მუქარები თავისთვის შეინახონ", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.   

ასევე ნახეთ:

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

  •  

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.