ოპოზიციის აქცია თბილისში - სპეცრაზმი ყაზარმულზე გადაიყვანეს
დედაქალაქის მასშტაბით სპეცრაზმია მობილიზებული. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ვახტანგ გომელაურმა ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანა.
რამდენიმე წუთის წინ, " პირველებმა" სპეცრაზმის მობილიზების კადრები შინაგანს საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების დანიშნულების ბაზაზე გადაიღო.
სამართალდამცავები აღჭურვილები არიან რობოკოპების ეკიპირებით, რომელსაც აქციების დასარბევად იყენებენ.
"პირველების" კორესპონდენტმა 17 ყვითელი ავტობუსი დათვალა, თითოში კი დაახლოებით 20 ადამიანი ეტევა.
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს თან აქვთ ფარები, ხელკეტები და ჩაფხუტები.