პარლამენტის შიდა პერიმეტრზე სპეცტექნიკაა მობილიზებული
უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია პარლამენტთანაც. საკანონმდებლო ორგანოს შიდა პერიმეტრი სპეც რაზმმს წყლის ჭავლის მანქანებს და პოლიციას აქვს გამაგრებული. დილიდან აქ ასევე რკინის ბარიკადებია აღმართული.
"ქართული ოცნება" ირქმუნება, რომ პოლიციის უპორეცენდტო მობილიზებაში არაფერი განსაკუთრებული არ არის და ეს მსგავს ვითარებაში ყველა ქვეყანაში სტანდარტია.
ადამიანები აცხადებენ, რომ შეიკრიბებიან, მოაგროვებენ გარკვეულ ძალებს და შეუტევენ სახელმწიფო სისტემას იმ მიზნით რომ ჩამოშალონ. პარლამენტში თუ საშვთა ბიუროსთან ჯებირი გაკეთდა და პოლიციამ ამას ყურადღება მიაქცია ალბათ ნორმალურია და არა მარტო საქართველოსთვის, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის, - თქვა გიორგი ვოლსკიმ.
პოლიციაა მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც, სადაც ზუსტად 8 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და მოპარული არჩევნების დაბრუნებაა.