ხიდაშელი: ეუთოს ანგარიშის შედეგები „ოცნებას“ შეუძლია, დროში გადაავადოს, მაგრამ თავიდან ვერ აიცილებს

13.03.26 15:13
ხიდაშელი: ეუთოს ანგარიშის შედეგები „ოცნებას“ შეუძლია, დროში გადაავადოს, მაგრამ თავიდან ვერ აიცილებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში უკვე საერთაშორისო დონეზე ყველა იმ მაგიდაზე დევს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შეიძლება ანგარიშის შედეგების განხორციელებას დროში გადაავადოს, თუმცა საბოლოოდ მას რეაგირება მაინც მოუწევს. 

შემიძლია, დავარწმუნო ყველა "ქართულ ოცნებაში", რომ ამ წუთის მდგომარეობით ეს ანგარიში დევს პრაქტიკულად ყველა მაგიდაზე, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იქნება ეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება ორმხრივ ურთიერთობებში თუ იქნება, მაგალითად, იგივე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, საიდანაც მიღებული კრედიტებით ცხოვრობს დღეს "ქართული ოცნება" და აფინანსებს ყველა პროექტს, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ ფეთქავს.

დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, უბრალოდ, "ქართულ ოცნებას" შეუძლია, რომ დროში გადაწიოს ამ მექანიზმით მიღებული ანგარიშის შედეგები, მაგრამ ხომ იცით, ეს სიკვდილივითაა - ის აუცილებლად მოვა. თუკი "ქართული ოცნება" ხვალ გამოვა და იტყვის, რომ იწყებს შესრულებას და მაგალითად, რაც ყველაზე მარტივია, ოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს მაშინვე და ამით აჩვენებს როგორც კეთილ ნებას ასევე მოქმედების მზაობას, რა თქმა უნდა, მყისირიერი საფრთხის საკითხი მოიხსნება. პირდაპირ არის ერთმანეთზე დაოკიდებული ის, თუ როგორ მოიქცევა "ქართული ოცნება", - ამბობა თინა ხიდაშელი. 

ასევე ნახეთ:

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.