კონსლიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მაღალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში - ყიფშიძე

08.11.21 17:21
კონსლიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მაღალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში - ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მესამე პრეზიდენტი  მაღალპროფილურ  სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. 

კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი იქნეს გადაყვანილი გადაუდებლად მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, გლდანი არ წერია მაღარლპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში. მონაცემები ზოგი კარგი იყო ზოგი ცუდი იყო. მდგომარეობა უფრო ცუდია გუშინდელთან შედარებით, ჩვენ ავადმყოფი არ გვინახია. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა კონსილიუმთან შეხვედრა.

მსგავსი სიახლეები