ერთი ოდიოზური ფიგურის მიერ არის შეკერილი ჩემი საქმე - რომეო მიქაუტაძის დასკვნითი სიტყვა

13.03.26 17:42
ერთი ოდიოზური ფიგურის მიერ არის შეკერილი ჩემი საქმე - რომეო მიქაუტაძის დასკვნითი სიტყვა

მაქსიმალურად პრაგმატულად და ემოციის გარეშე მოეკიდეთ ჩემს საბოლოო სიტყვას - ამ სიტყვებით დაიწყო საბოლოო სიტყვის თქმა სასამართლო პროცესზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ბრალდებულმა რომეო მიქაუტაძემ. 

ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქმე შეუკერეს და 9 თვის განმავლობაში გამოძიების მხრიდან ადამიანურ დამოკიდებულებას ელოდა. 

ერთი ოდიოზური ფიგურს მიერ არის შეკერილი ეს საქმე - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, ერთგულების დასამტკიცებლად სოლიდური თანხები გაიღო, თუმცა მაშინ არავის უკითხავს საიდან ჰქონდა ეს თანხა. 

ამ 9 თვის განმავლობაში ჩვენი მხრიდან დაცული იყო მორალური ზღვარი. გამოძიების ადამიანურ დამოკიდებულებას ველოდით ამ პერიოდის განმავლობაში. იმდენად მძიმედ დაიწყო გამოძიება და ისე შეეიკერა რომ სამართლიანობას ისევ ცალმხრივად ველოდები.

გავიდა 9 თვე და უნდა გაიგონ პირველ წყაროებმა სიმართლე და მხოლოდ სიმართლე.

ერთი ოდიოზური ფიგურს მიერ არის შეკერილი ეს საქმე, შეცდომაში შეგიყვანათ.

(ვანიჩკა)- მიხვდებიან მისახვედრი ადამიანები.

ერთგულების დასამარცხებლად სოლიდური თანხებიც გავიღე, მაშინ არავის გასჩენია კითხვა, ეს თანხები საიდან აქვსო.

ბევრი სასარგებლო გავაკეთე. არაფერი მომიპარავს, არაფერი გამიფლანგავს, არაფერი მიმითვისებია. მიუხედავად ჩემი მზაობის არაფერი კითხვები არ მაქვსო. 2 წლის საქმიანობაზე მოვუყევი, რამდენი მილიონი შევიდა ბიუჯეტში.

მიქაუტაძემ სასამართლოზე ისაუბრა 2015 წელს სუს-ში დაბარებსი შესახებ, თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დაურეკა.  

20 წუთში დავტოვე ეს შენობა. ასე უცნაურად დაიწყო ეს ამბავი. 2025 წლის 13 ივნისს ვნახე, რომ საქმე აღძრული იყო. აღმოჩნდა რომ 2015 ში აღუძრიათ საქმე - განაცხადა მიქაუტაძემ. 

თქვენც მოგმართავთ და სხვებსაც, ვინც არ მიცნობთ. დავიწყოთ ქრონოლოგიურად.

2015 წელს მაშინდელი სუსის ხელმძღვანელის მოადგილე მირეკავს, კაცმა, უფრო სწორად ადამიანმა დამიბარა და მითხრა გისმენო. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ამ აზრზე ვარ. თანამდებობაზე ყოფნის დროს ოდიოზური კაცმაცუნები ხელოვნურად აჯანჯლებდნენ პროექტებს. 20 წუთში დავტოვე ეს შენობა. ასე უცნაურად დაიწყო ეს ამბავი. ჩემი დაკავება რაც მოხდა. 2025 წლის 13 ივნისს ვნახე რომ საქმე აღძრული იყო

აღმოჩნდა რომ 2015 ში აღუძრიათ საქმე. რა ეწერა ამ საქმეში? -  თურმე მეუღლეს ვუყიდე ცხენი ინგლისურ-არაბული. ასეთივე ტყუილია თითქოს იახტაზე გადავიხადეთ ნიშნობა.

რეალობა ისაა, რომ გემო 800 ლარად ვიქირავეთ. ჩემმა გემოვნებიანმა ოჯახმა შეფუთა თეთრად. 2 საათი ვიყავით იქ და ქეიფი გავაგრძელეთ რესტორანში. 1000 დოლარი ნიშნობის სასტუმროში ესაა და ეს. ასევე, ჩემი მეუღლის დაბადების დღე თითქოს 100 ათასი ლარი დაჯდა - დღე აღვნიშნეთ გარდენიაში - მუსიკოსები იტალიიდან 2 ათასი ევრო ვიზიარით ჩამოვიყვანათ,  ტორტი 100 კაციანი სუფროსთვის 1500 ლარი - ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემმა მეუღლემ ლამაზად გააკეთაა გემოვნებიანია - ნინო მადლობა.

ასევეა ბექა ბეშქენაძის სახელზე არსებული ავტოპარკი. მას ჰყავს მაგარი მანქანები. არც მისი მანქანებია ჩემი. ასევეა ჩემი მეგობრის აშენებული ბინები. დაგვაბრალეს ყველაფერი. თურმე მაღაზია მეისონით ჩვენია. ფანტაზიები კიდევ უფრო შორს წავიდა. პენიტენციურში მკიყხეს 20 მილიონად ესპანეთში სავაჭრო ცენრი გიყიდიააო. ესეც ტყვილიაა.

ტელეფონი ჩამომართვეს, ვუთხარი კოდი. ერთადერთი რაც იყო მიზანი იყო ის რომ კარგო ფონი მოემზადებინათ. თიგქოს არაფერს ვამბობ. თითქოს ცუდად ვიქცევი.

მე არავის გავყოლილვარ საქმეზე. მე ასე ვიცოდი რომ ვემსახურებოდი სახელმწიფო ინტერესებს. ეს გაშავების კამპანია აღმოჩნდა პირადი შურისძიება გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირების გამო.

ის ვინც მე სუსის უფროსთან მეგობრობას მაბრალებდა ის იყო მისი კაცი. არცერთ საკითზე არცერთი კითხვა არ არის დასმული.

8 მილიონ ლარს რაც შეეხევა. სასტუმროზეა აქ საუბარი. 50 % არის ჩემი მეუღლის. დანარჩენი პარტნიორის. ფრთხილად იყავით, თურმე ბანკით ნაყიდი შეიძლება უკანონო იყოს და მოგედაონ.

გარდა იმ ხარჯებისა, რაც გამოძიებამ დათვალა, რასაც მედავებიან 8 მილიონს ლარს, შემოსავალი 12 მილიონზე მეტი მაქვს. მე მასწვლეს რომ მათემატიკა ზუსტიაა. ამ საქმის მათემატიკა სხვა საქმეა", - განაცხადა მიქაუტაძემ. 

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი