რეჟიმი უნდა გასამართლდეს - ბათუ ქუთელია

14.03.26 13:47
რეჟიმი უნდა გასამართლდეს - ბათუ ქუთელია

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრის, ბათუ ქუთელია ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნას ეხმაურება.

ქუთელიას თქმით, იმისთვის რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო გაავრჩეთ, "ოცნების" რეჟიმი უნდა გასამართლდეს დარღვევებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს".

აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის - იმისათვის, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო გადავრჩეთ, ასევე ის სტორიული შავი ლაქა, რაც "ოცნების" პირობებში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობით,  თავის საკუთარ მოქალაქეებთან დამოკიდებულებით აქვთ, ამის ნორმალიზება არ მოხდეს - ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს . უნდა გასამართლდნენ იმ დარღვევებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. სწორედ აი ამ საერთაშრისო ნორმების დარღვევისთვის, რომელიც გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომლის მონაწილეც ჩვენ ვართ",- განაცხადა ბათუ ქუთელიამ. 

ასევე ნახეთ:

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.

მსგავსი სიახლეები