ბოლო წლების "მოსკოვის მექანიზმების" ანგარიშები გამოძიების დაწყების გახდა საფუძველი - კოტე კემულარია
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, კოტე კემულარია, არ გამორიცხავს, რომ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში საქართველოს შესახებ გამოძიების დაწყების საფუძელი გახდეს.
მისი თქმით, ბოლო წლების "მოსკოვის მექანიზმების" ანგარიშები ყოველგვარი მიმართვის გარეშე გახდა გამოძიების დაწყების საფუძელი და ეს ასე მოხდა მოკსოვის შემთხვევაშიც.
ბოლო წლების - 2022, 2023, 2025 წლის "მოსკოვის მექანიზმების" ანგარიშები გახდა საფუძველი ყოველგვარი მიმართვის გარეშე, რომ დაწყებულიყო გამოძიება. ეს ეხდებოდა მოსკოვს. ამისთვის მას არავის მიმართვა არ სჭირდება. ამ საფრთხის შესახებ იციან საქართველოში და იმიტომაც არ აკეთებდნენ პირველი პირები მკვეთრ განცხადებებს. თან ვინ არის დღეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ქალბატონი ელინა ვალტონენი, ვინც ამათ კინაღამ დაიჭირეს აქ გზის გადაკეტვის გამო და დააჯარიმეს. პრაქტიკულად, ამათმა იციან, რომ გამოსვლები და რამის თქმა, არაფერ არ შეცვლის", - აცხადებს კოტე კემულაურია.
ასევე ნახეთ:
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.