(ეუთოს) რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იქნება - გიორგი გაბუნია
"ოცნებაში" პირდაპირ ამბობენ, რომ ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებას და მასზე მსჯელობას არ აპირებენ. დღეს ამის შესახებ მედიასთან გიორგი გაბუნიამ ისაუბრა.
გაბუნია "პირველების" კითხვის საპასუხოდ ირწმუნებოდა, რომ "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მძიმე შედეგს არ ელოდებიან.
(პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას) მშვენივრად ვაპირებთ - უთხრა დღეს "პირველების" ჟურნალისტს "ოცნების" წევრმა.
სისულელეა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ კიდეც. არანაირი რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული. ეს არის კიდევ ერთხელ ახალი შეფუთვა და მცდელობა იმ შანტაჟის და ზეწოლის გაგრძელებისა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ბოლო წლების განმავლობაში.
ზუსტად ვიცით, ვინ ლობირებდა ამ საკითს ეუთოში - დიდი ბრიტანეთი და ბალტიისა და სკანდინავიის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ერთი და იგივე მსოაწყენი პოლიტიკური შეფასებები აქვთ.
საქართველოზე აქვთ პირდაპირი შეტევა და მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ. დღეს თუ ვინმე არღვევს საქართველოში ვენის კონვენციას, ეს არის გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.
ასევე ნახეთ:
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.