ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაზე
ირაკლი კობახიძის "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს - "ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ ეუთოს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიცრუითაა გაჯერებული.
კობახიძის მტკიცებით, დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი. მისივე განცხადებით ამ საკითხს "ოცნებაში" სპეციალურ ბრიფინგს მიუძღვნიან, რათა საზოგადოების ინფორმირება მოხდეს.
აპირებს თუ არაა "ოცნება" პირობების შესრულებას? - კობახიძე ამბობს, რომ ზოგიერთ დათქმაზე იმუშავებენ, რადგან მისი თქმით, კონკრეტული რეკომენდაციები გასათვალისწინებელი. თუ რომელი რეკომენდაციაა გასათვალისწინებელი, ამას "ოცნების" ლიდერი არ ასახელებს.
კობახიძეს დღეს ასევე კითხვა დაუსვეს რეპრესიულად შეფასებულ კანონებზეც, რაზე პასუხადაც, მაღალჩინოსანი ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში რეპრესიული კანონები არ არსებობს.
ფაქტია, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი. რეალურად პროცესი იყო ინიცირებული მათ შორის პოლონეთის სახელმწფიოს მხრიდან და და და გაირკვა, რომ ეს ადამიანი იყო პირდაპირ პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. ის ფაქტი, რომ ადამიანმა დამალა რომ იყო პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი, ეჭვებს აღრმავებს.
რეალურად ყველამ ვიცით, რომ ეს დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუითაა გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ჩვენს ინფორმაციას.
ჩვენ პირველ რიგში ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რაც ამ დასკვნაში არის ასახული.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ დასკვნაში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაა არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასვნაში - რომელი? ამაზე დეტალურ ინფრომაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას ინფორამცია ჰქონდეს...
არის საკითხები, რომელზეც ყურადღების გამახვილება გვჭირდება, თუმცა ეს დასკვნა მთლიანობაში არის სიცრუით გაჯერებული.
ამ პროცესები უკან მთლიანად პოლიტიკური სარჩულია. თქვენ იცით რომელი ქვეყნები იყვნენ თავში - ინიციატორები. თავიდან ბოლომდე ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს. საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს.
ეუთოს ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის განვითარების მხრივ.
ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინოა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უმძიმეს პროცესებს, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში.
[...]
არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. ", - განაცხადა კობახიძემ.
ასევე ნახეთ:
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.