მიწების სკანდალი - ვინ ითვისებდა ხალხის ქონებას
ვინ იდგა მცხეთის მიწების დატაცების უკან? - "შაბათის ეთერი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან დაკავშირებულ კაცს, მერის წარმომადგენელს, ილია ჯიშკარიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2020 წლის საქმეები ამოუქექა.
საუბარია, სახელმწიფოს კუთვნილი 92 ათასს 636 ლარის ღირებულების 217 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ავთანდილ ქადაგიშვილის სახელზე უკანონოდ, დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე, ცრუ მოწმეების გამოკითვის ოქმებით დარეგისტრირების საქმეზე.
რას ამბობენ მცხეთში?
- TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტების მოპოვებული ინფორმაციით, 2020 წლის 21 დეკემბერს, მერიის წარმომადგენელმა ილია ჯიშკარიანმა ორ მოწმესთან ერთად შეადგინა აქტი, რომ მცხეთის კლინიკის წინ გზის პირას ტერიტორიაზე მოქალაქე ქადაგიშვილს საოჯახო მეურნეობა ჰქონდა მოწყობილი და ამ მიწის დაკანონება ეკუთვნოდა.
- ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მერის წარმომადგენელს ილია ჯიშკარიანს დაევალა ცნობები მოეძიებინა იყო თუ არა კონკრეტულ პირზე გადაფორმებული აღნიშნული უძრავი ქონება, მათ შორის არქივშიც, თუმცა "შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ეს არ გაუკეთებია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაცით, ახლა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლებში გადაფორმებული მიწის ნაკვეთების შესწავლა მიდის. არსებობს ეჭვი, რომ კონკრეტული კლანები საგურამოში და მის მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო მიწებს სწორედ ყალბი საბუთებით და ყალბი ოქმებით ითვისებდნენ.
მცხეთაში ამბობენ, რომ ილია ჯიშკარიანი დიმიტრი ხუნდაძის კადრად მოიაზრებოდა.
ამის გარდა,"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ პოსტიდან გაუშვეს მცხეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ჯერვალიძე. ადგილზე "პირველებს" უყვებიან, რომ ყოფილი მოსამართლის თანამდებობა დიმიტრი ხუნდაძესთან დაპირისპირებას შეეწირა.
ჯერვალიძეს ერთ-ერთი ვერსიით, დიმიტრი ხუნდაძის სიძის დაჯარიმება არ აპატიეს. არსებული ინფორმაციით, ხუნდაძე სიძე აკრძალული ზონაში, ისტორიულ ქალაქში ახალ ობიექტს აშენებდა.
ხუნდაძის სიძე, მირიან ოქროპირიძე ყოფილი საჯარო მოხელეა, მან პოსტი მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების პარალელურად დატოვა, ბოლნისის სატყეო სამსახურის უფროსი ჯერ უფასო შვებულებაში გავიდა და შემდეგ შტატებში წავიდა.