სოლიდარობა დარეჯან სხვიტარიას - მოქალაქეებმა პარლამენტთან კარვები დადგეს
პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა კარავი კვლავ დადგეს - ამ ფორმით მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აქტივისტ ქალს, დარეჯან სხვიტარიას, რომლის კარავიც რამდენიმე დღის წინ დაიწვა.
პარლამენტის წინ მოშიმშილე ქალი ფიქრობს, რომ ღამით კარავს ცეცხლი მიზანმიმართულად გაუჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მარტს, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, ფაქტის შემსწრე აქტივისტების გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც, კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი.