ნებისმიერი პაციენტის მიღება შეგვიძლია - გორის ჰოსპიტალში პირველი კომენტარი გაკეთდა
გორის ჰოსპიტალში ამბობენ, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ, თუმცა ნებისმიერ დროს მზადა არიან, რომ პაციენტები მიიღონ:
შესაძლებლობა არის ყველაფრის, მაგრამ საუბარი იმის შესახებ, რომ აქ უნდა მოიყვანონ პაციენტი, ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია... მზად ვართ ყველანაირი სიტუაციისთვის. კლინიკა გახლავთ მრავალპროფილური, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პაციენტის მიღება შეგვიძლია. ტექნიკურადაც აღჭურვილი გახლავართ", - ამბობს ექიმი.