პოლიტიკური სტრატეგია და ბრძოლის გაგრძელების გზები - "ძლიერი საქართველო" ლიდერთა თათბირს მართავს
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამ წუთებში ლიდერების თათბირს მართავს, სადაც პოლიტიკური სტრატეგიისა და ბრძოლის გაგრძელების გზებს განიხილავენ. შეხვედრას ესწრებიან როგორც თბილისის, ისე რეგიონების წარმომადგენლები.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ პატირების საკითხზეც.
მისივე თქმით, განხილვის დროს დასახელდა ალეკო ელისაშვილის, ვასილ კაძელაშვილის და ვეფხია კასრაძის საქმეებიც.
ეს არის კოალიცია "ლელო- ძლიერი საქართველოს" წესდებით გათვალისწინებული ლიდერთა სათათბირო ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს 150 წევრიან შემადგენლობას, რომელშიც შედის ყველა თითმართველობის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, პოლიტსაბჭოს წევრები. ეს არის რეალურად გაფართოებული პოლიტსაბჭო მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც იკრიბება მაშინ, როცა მისაღებია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთობა, რომელსაც წარმოადგენს "ლელო - ძლიერი საქართველო" იქნება პრინციპული მთავარ საკითხში, ერთი, ეს არის სამართლიანი არჩევნების საკითხი და პოლიტპატიმრების თავისუფლება - მეორე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.