ადვოკატებს სააკაშვილის ციხიდან გაყვანაზე ინფორმაცია არ აქვთ

08.11.21 18:44
ადვოკატებს სააკაშვილის ციხიდან გაყვანაზე ინფორმაცია არ აქვთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადგილმდებარეობის შესახებ მის ადვოკატებს ინფორმაცია არ აქვთ, უფლებადამცველი ბექა ბასილაიას თქმით, ეს არის კანოდარღვევა, როცა არც თავად მსჯავრდებული, არც მისი ადვოკატები არ არიან ინფორმირებული, სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს.

რა თქმა უნდა, ჩვენ, იურისტებს, მშობლებს უნდა სცოდნოდა, რომ გადაიყვანდნენ და თავად მიხეილ სააკაშვილი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, რომ ეს თავად გაეზიარებინა ჩვენთვის. ჩვენ დილით შვხვდით მას, მაშ შემდეგ დეპუტატი აკო მინაშვილი იყო შესული შუადღეზე, 3-4 საათისთვის და არაფერი არ ჰქონდათ ნათქვამი, რას აპირებდნენ. 

როცა კონსილიუმი შევიდა სააკაშვილთან, ის არ შეხვდა და არც პირად ექიმსო, ასე განაცხადა პენიტენციურმა, რადგან ელოდებაო პაემანსო. თურმე ამ დროს რეალურად პრეზიდენტის გატაცებას გეგმავდნენ. ეს არ შეიძლება, შეფასდეს პაციენტზე ზრუნვად, პირიქით, ეს გატაცებაა, არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობაა. 

კანონის თანახმად, სანამ პაციენტი სრულ გონებაზეა, მისი გადაყვანის შესახებ ის სრულად ინფორმირებული უნდა იყოს. მით უმეტეს, ადვოკატები უნდა იყვნენ ინფორმირებული, მით უმეტეს, რომ ჩვენ მანამდე გაგავრცელეთ განცხადება, რომ სააკაშვილის გორშის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების პრობლემების შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. არსებობს სხვა ინფორმაციაც, კერძოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ წაიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები