მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მისაღებად ყველა კლინიკა მზადყოფნაშია - სოფო ჯაფარიძე
,,ნაცმოძრაობის"-ს წევრის, სოფო ჯაფარიძის, ინფორმაციით, ერთი ვერტმეფრენი ცოტა ხნის წინ კლინიკა ,,ვივა მედის" თავზე დაფრინავდა, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, გლდანის ციხის კლინიკაც, გორის ჰოსპიტალიც, მზადყოფნაში არიან, რომ მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღონ.
ეს არის მოშიმშილე პრეზიდენტის გამტაცებელი ხელისუფლება, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არ არიან საქმის კურსში, სად იმყოფება ამჟამად მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოშიმშილე მსჯავრდებული.