ბრიუსელში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

16.03.26 10:06
ბრიუსელში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ წინასწარ დღის წესრიგში წერია.

ინფორმაციას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ, ევროკავშირის 27 ქვეყანა საფრანგეთისგან და გერმანიისგან მიიღებს.

პოლიტიკური მოვლენები საქართველოში, ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან -  წერია განრიგში.

საბჭოს შეხვედრაზე, ამავე დღის წესრიგის თანახმად, მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაცაა.

ცნობისთის, საქართველოს საკითხის დღის წესრიგში ჩამატებას წინ უსწრებდა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა. 

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. 

მსგავსი სიახლეები