გაუჩინარებული პრეზიდენტი -სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება

08.11.21 19:00
გაუჩინარებული პრეზიდენტი -სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია - ადვოკატები, ოჯახი,  მედია და თანამოაზრეები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ საკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ. 

ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც 50 წუთის წინ რუსთავის ციხიდან აფრინდა, გლდანის ციხის თავზე დაფრინავს.

მანამდე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მოშიმშილე პრეზიდენტს "ვივა მედში" გადაიყვანენ, რომელიც პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორი კლინიკაა. 

ინფორმაცია ვრცელდება სხვა შესაძლო ლოკაციებზეც - მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, ღუდუშაურის კლინიკა და გლდანის ციხე. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები